|
2015-07-27 16:58:10, 702 ნახვა
ეკონომიკა
ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტიორები, შესაძლოა აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდნენ
ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორები შესაძლოა, აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც „თავისუფალი დემოკრატები“ არიან. პროექტის თანახმად, ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემოყვანაზე ის შეღავათები გავრცელდება, რითიც ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორები სარგებლობენ. როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული კანონპროექტს გარემოსდაცვითი დატვირთვა აქვს. „ეს არის სუფთა ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი ხასიათის კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება გარემოს გაჯანსაღებას. ქვეყანაში ტექდათვალიერება გაუქმებულია აბსოლუტურად პოპულისტური მიზნით, ასევე არის უსაშველო საცობები და სითბური აირების გამოფრქვევა კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. 3 წლის მანძილზე დაახლოებით 1500 ჰიბრიდული ავტოსაშუალება იყო საქართველოში იმპორტირებული. ვფიქრობ, კანონპროექტი მხარდასაჭერია აუცილებლად“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)