06:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 13:45:44, 3865 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო. ამჟამად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზის ტერიტორიაზე ახალი სპორტდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვება, ასევე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება მფრინავების სახლსა და საყარაულო შენობებს.

თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4 -ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics