06:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 11:59:21, 647 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ზოგიერთი პროექტის დროში გაწელვა, ხშირად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობითაა გამოწვეული

„ზოგიერთი პროექტის მიმდინარეობა დროში გაწელილია და ეს ხშირად გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტით“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დამტკიცების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ეს არის ის თანხები, რომელთა ათვისებაც ვერ მიმდინარეობს ობიექტური მიზეზების გამო. აქ არ არის პრობლემა თანხები, აქ არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი პროქტის მიმდინარეობა დროში გაწელილია, მათ შორის ეს ხშირად გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, კორექტირებული  ბიუჯეტით  გათვალისწინებული საგადასახადო შემცირების მიუხედავად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოცულობა გაზრდილია.

 „საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონი ლარით შემცირდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობითაც საგადასახადო შემოსავლების მოცულობა  წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით დაახლოებით 15 %-არის გაზრდილი. იმედი გვაქვს, რომ წელს მივიღებთ იმ სხვა შემოსავლებს, რომელბზეც ვსაუბრობთ ბიუჯეტის უკვე დამტკიცებულ ვარიანტში“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics