2015-07-16 09:37:40, 691 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2697 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.2697 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2619 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.5010 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან