20:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 15:27:54, 568 ნახვა

ეკონომიკა
ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა

2015 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა.

ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 227.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა. საქართველოში 2015 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა რუსეთი (41.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.8 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.7 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, 2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics