2015-07-13 16:56:06, 622 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2521 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2521 ლარი ეღირება.
დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2477 ლარადაა შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა.
1 ევრო ხვალ 2.4938 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.5145 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან