2015-07-10 17:37:18, 619 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ, 2.2477 ლარი ეღირება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2477 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2468 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.5145 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.4787 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0358 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან