2015-07-08 16:56:45, 542 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2461 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2457 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.4752 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.4635 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან