22:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 17:22:36, 559 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩატარდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის 28-ე ძირითადი სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, კურსის მონაწილეები ფსიქოლოგიურ ტრენინგს დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიური სამმართველოს ფსიქოლოგებმა კურსის მონაწილეებს ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის, სუიციდის პრევენციის, ლიდერობისა და ჯგუფის მართვის საკითხებზე ლექცია-სემინარი ჩაუტარეს.

ტრენინგის მიზანს მსმენელებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დახმარება წარმოადგენს. სერჟანტთა ძირითადი სასწავლო კურსის განმავლობაში ფსიქოლოგიის საკითხებზე მსგავსი ტრენინგები კიდევ გაიმართება. კურსი ორ ფაზად ტარდება და საველე და საკლასო მეცადინეობებს მოიცავს. ძირითადი სასწავლო კურსის მსმენელები 12 კვირის განმავლობაში საჯარისო ტაქტიკას, საცეცხლე, სამწყობრო მომზადებას შეისწავლიან და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხერხებს, ასევე, კავშირგაბმულობის ელემენტებს დაეუფლებიან. სამხედრო მოსამსახურეები ეტაპობრივად ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიდერიზმისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების საკითხებზე ლექცია-სემინარებსაც ისმენენ. კურსის მსმენელები საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სერჟანტები არიან, რომლებიც მოგვიანებით თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან. ძირითად სასწავლო კურსში 204 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics