11:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 16:27:05, 475 ნახვა

საზოგადოება
„ზედაზენმა“ დონაციის კვირეული გახსნა

მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში, 14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნა დაწესებული 2003 წლიდან, რათა მადლიერება გამოხატულიყო უანგარო დონორებისადმი. სწორედ ამ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი იჩენს სურვილს გახდეს უანგარო დონორი.

14 ივნისს ყურადღება მახვილდება სისხლის ჩაბარების აუცილებლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად საბედისწეროც სისხლის კომპონენტის გადასხმა პაციენტისთვის.

„ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. მათ მშობლებს გარკვეული მიზეზების გამო უჭირთ დონორთა მოძიება, ამისათვის მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გააანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! “ზედაზენი” უერთდება ამ კეთილშობილურ  საქმეს და გვჯერა  რომ  ეს იქნება გადამდები.   ერთად  გადავარჩნოთ მომავალი“, -  განაცხადა  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის"  კომერციული სამსახურის  უფროსმა  კახა პაიჭაძემ.

სისხლის ჩაბარება შეუძლია ყველა ჯანმრთელ ადამიანს 18-დან 60 წლამდე. ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლებელია სამი პაციენტის დახმარება. (R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics