00:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:51:20, 683 ნახვა

ეკონომიკა
"სოცკოდექს ჯგუფის“ კვლევის მიხედვით, „თიბისი ბანკი“ საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიაა

„სოცკოდექს ჯგუფისა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, „თიბისი ბანკი“ საქართველოში მოქმედ კომპანიებს შორის საუკეთესო დამსაქმებლად გამოცხადდა.

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა.

ამის აღსანიშნავად, მწვანე სერთიფიკატი „თიბისი ბანკს“ სასტუმრო „რედისონში“ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.

კვლევა პროექტის „დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანაბარი უფლებებისათვის“ ფარგლებში წელს ჩატარდა.

3 თვის განმავლობაში თბილისში მოქმედი რამდენიმე ათეული ორგანიზაცია გამოიკითხა, რისი მიზანიც არსებული შრომითი ურთიერთობების ანალიზი იყო.

„შრომითი უფლებების დაცვის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, რაც დადასტურდა პროექტის მიმდინარეობისას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მდგომარეობის გამოსწორების პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე და ქვეყნის გულშემატკივარი“, - განაცხადა „სოცკოდექს ჯგუფის“ თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ.

„ვამაყობთ, რომ თიბისი ბანკი საუკეთესო დამსაქმებლად გამოვლინდა. ჩვენი კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები. მინდა, მადლობა გადავუხადო სოცკოდექს ჯგუფის მთელს შემადგენლობას იმისათვის, რომ ხელს უწყობენ საქართველოში შრომითი უფლებების დარეგულირებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, ნინო გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics