17:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 16:55:30, 1841 ნახვა

ევროპის ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები თავისუფლებას ავლენენ ლანძღვა-გინებაში

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები თავისუფლებას ავლენენ ლანძღვა-გინებაში, სიძულვილის სენში, სიცრუის ტირაჟირებაში. ვერ ისწავლა ამ ხალხმა, რომ ქართულ საზოგადოებასთან სალაპარაკო ენა არის მხოლოდ ერთადერთი -ეს არის სიმართლის ენა. ქართველ ხალხს ბევრი რამისთვის გაუძლია და მომავალში კიდევ ბევრ რამეს გაუძლებს. ქართველს უნდა ელაპარაკო სიმართლე, გულით ალალად, როგორც ამას მეფე ერეკლე თავის ხალხთან მიმართებაში აკეთებდა.  დღეს, მე, შეიძლება სუბიექტურად ვამბობდე, მაგრამ მგონია, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ხალხთან დასამალი არაფერი  აქვს. ჩვენ თუ შეცდომას ვუშვებთ, ამ შეცდომაზე გვაქვს ადეკვატური რეაგირება და რეაქცია. ჩვენ თუ პრობლემა გვაქვს, პრობლემებზე პირველი ჩვენ ვსაუბრობთ. თუ გამოწვევები გვაქვს, ჩვენ ვდგავართ პირველ ხაზზე და ეს ასეც უნდა იყოს. მაშინ ვიქნებით ჩვენ ერთიანი, თუ ვსაუბრობთ რეალურ ერთიანობაზე, იმიტომ, რომ ჩემთვის მართლა რეალობას აცდენილია და თქვენთვისაც ის, რა ენითაც ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან. მე  ქალბატონი სალომეს არაერთ გამოსვლას დავესწარი სხვადასხვა რგიონებში, რაიონებში და გაოცებული ვიყავი, როცა ჩვენი ოპონენტები აგზავნიან პროვოკატორებს და ეს პროვოკატორები ცდილობენ პოლიტიკური მედიისთვის გარკვეული სურათი და  ჩარჩო შექმნან. თითქოს დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს კანდიდატს. ეს არ არის ეროვნული, ეს არ არის ქართული. ქალბატონ სალომეს მართლაც ბევრი დამსახურება აქვს და ამასთან, უნიკალური დიპლომატიური თუ ადამიანური გამოცდილება.

 ირაკლი სესიაშვილი თელავში  ამომრჩეველთან შეხვედრაზე:





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics