15:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:07:46, 639 ნახვა

ეკონომიკა
დეველოპერულმა კომპანიამ „m2“ ლონდონში გამართულ უძრავი ქონების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დეველოპერული კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“  ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, საქართველოს უძრავი ქონების შესახებ გამართულ ფორუმში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა.

„m2 უძრავი ქონება“ ფორუმში მონაწილეობდა როგორც საქართველოს უძრავ სექტორში ერთერთი წამყვანი და წარმატებული კომპანია.

უძრავი ქონების შესახებ ფორუმს 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის  ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2 -მა გამართა მიღება, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

ფორუმი, საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics