|
2015-06-04 10:22:41, 535 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, იანვარ- მაისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 მლრდ 150 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 40%ია და გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 360 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება ხარჯებს, მისივე თქმით, იანვარ-მაისში გაწეული ხარჯები ჯამში 3,6 მლრდ ლარს შადგენს, რომელიც წლიური გეგმის 40%-ია. ასევე იანვარ -მაისში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯებმა, მინისტრის ინფორმაციით, 360 მლნ ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ პერიოდს 44%-ით აღემატება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს კვარტალური გეგმის პროგრამის წარმოდგენაც სთხოვა. "რეგიონების განსახორციელებელი ფონდიდან თანხების საკასო შესრულებამ შეადგინა 19 მლნ ლარი, ფონდიდან უკვე 160 მლნ ლარია გამოყოფილი, აქედან 6 მლნ არის საპროექტო სამუშაოებისთივს გამოყოფილი. თუმცა აქ არის სერიოზული ჩამორჩენა. ამიტომ ვთხოვ კოლეგებს დააჩქარონ ამ თანხების ათვისება. ეს არის ადილობრივი მუნიციპალიტეტები და გუნერნატორები",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. პრემიერი სამინისტროების მიერ ბიუჯეტის ათვისებითაც დაინტერესდა. ნოდარ ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტი 85% ით აითვისა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)