|
2018-07-23 15:28:24, 652 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2018“ 1 აგვისტოს იწყება
„1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018" მეოთხედ უმასპინძლებს. წელს წვრთნაში გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის, ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მზარდ მხარდაჭერას საქართველოს, როგორც „ღირსეული პარტნიორის“ მიმართ და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არმიჰოლში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მან მოწვეულ სტუმრებთან სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო თავსებადი გახდეს. საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
(NS)
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)