22:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 11:59:26, 985 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ში ყოველ შაბათ-კვირას საბავშვო პროდუქტები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება

30 მაისიდან PSP-ში ყოველ შაბათ-კვირას „ბავშვთა დღეები“ გაიმართება. „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში PSP-ს ქსელში საბავშვო პროდუქტები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება.

ფასდაკლება შეეხება ბავშვებისათვის საჭირო ყველა პროდუქტს - საფენებს, ჭურჭელსა და სათამაშოებს,  ბავშვთა მოვლასა და კოსმეტიკას, კვებასა და ვიტამინებს. სპეციალურ ფასად გაიყიდება ბავშვთა მანეჟები, ეტლები და ავტოსავარძლები.  ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებლები ცალკეულ აფთიაქებში საჩუქრებსაც მიიღებენ. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კი PSP-ს ცალკეულ აფთიაქებში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში  სახის მოხატვის აქციაც გაიმართება.

„ყოველდღიურად ჩვენს ქსელს 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და მათ შორის ბევრია, ვინც პატარებისთვის სხვადასხვა პროდუქტს იძენს. ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის გაგვემარტივებინა არჩევანი და ასეულობით პროდუქტი საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად შეგვეთავაზებინა. ფასდაკლების დღეებად შაბათი და კვირა ავირჩიეთ. ამ დღეებში მომხმარებელს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტის ყველაზე დაბალ ფასად შეძენა შეუძლია“, - აცხადებენ PSP-ში.

პროდუქტების შეძენასთან ერთად მომხმარებელი „ჩემი ოჯახის ბარათზე“ ღიმილებსაც აგროვებს და სპეციალურ გათამაშებაში ერთვება, რომელშიც მას თბილისში სამოთახიანი ბინის, ავტომობილისა თუ ყოველთვიური ორიათასლარიანი ხელფასის მოგების შანსი ეძლევა.

ბავშვთა დღეების გარდა PSP-ს ქსელში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მედიკამენტებზე ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს. ასევე ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე PSP-ში “საფრანგეთის დღეები“ იმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის ფრანგულ კოსმეტიკას ყველაზე დაბალ ფასად იღებს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics