02:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 13:13:32, 360 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს პოლონელი ექსპერტი კაროლ ტურზინსკი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“ განხორციელდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

ვიზიტის მიზანია შსს-ს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა და საფრთხეების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტი შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ კომპეტენციებსა და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნო. კაროლ ტურზინსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მწვანე საზღვარი და სასაზღვრო გამტარი პუნქტი მოინახულა. ექსპერტი აგრეთვე შეხვდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics