13:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 16:36:53, 357 ნახვა

საზოგადოება
კარალეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა თევზის სატბორე მეურნეობა გაიხსნა

ევროპის დღის აღსანიშნავად, სოფელ კარალეთში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის  (UN FAO)  ორგანიზებით გაიხსნა თევზის სატბორე მეურნეობა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, თევზის სატბორე მეურნეობა ეკუთვნის 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს.
იგი გაკეთდა საარსებო წყაროების პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ოთხმა დევნილმა ოჯახმა  გამოიკვლია შესაძლებლობები და გადაწყვიტა გაერთიანება ზუთხის სატბორე მეურნეობის დასაარსებლად.
მათ შეიძინეს 0.4 ჰა მიწა მდინარის პირას, გორთან ახლოს და დაარსეს კომპანია. ეს არის საუკეთესო მაგალითი, რომ კარგად გამიზნული ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს დევნილთა ოჯახური მეწარმეობის განვითარებას.
თევზის სატბორე მეურნეობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics