12:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 15:13:47, 452 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“  ბენეფიციარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, ყოფილმა პატიმარმა, ქალბატონმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში  სტაჟირება დღეიდან დაიწყო. ანაზღაურებადი სტაჟირება  „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ეგიდით ფინანსდება. 

ბენეფიციარი დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. მან პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, ასევე წარმატებით დაასრულა დასაქმების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ტრენინგები. 

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ეფექტურად განხორციელებისთვის  აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო და კომერციულ ორგანიზაციებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics