01:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:07:53, 331 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინიტრო გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს „ევექსს“ სთხოვს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“  სთხოვს.

მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კლინიკას დაჭრილისათვის გადაუდებელი დახმარება უნდა აღმოეჩინა. ამის შესახებ სოფრომაძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინიტროს „ევექსისათვის“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გასვლასთან დაკავშირებით დასტური არ მიუცია.

„მომსახურების გარკვეულ ფორმაზე უარის თქმა არ ნიშნავს ამ წინადადებაზე დასტურს. ამის შესახებ სამინისტროს არ გაუცია დასტური. გადაუდებელი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა კლინიკაში, მით უმეტეს, ისეთ კლინიკაში და ისეთ რაიონში, სადაც ალტერნატივა არ არსებობს. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან რეგულირების სააგენტო აფრთხილებდა კომპანია „ევექსს“. გარდა ამისა, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, „ევექსსა“ და ჩვენს შორის კომინიკაცია შედგა და იყო საუბარი, რომ კლინიკაში შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფილი იქნებოდა“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

მისი თქმითვე, შუახევში მომხდარი შემთხვევა შესწავლილი იქნება და შესაბამისი მხარის პასუხისმგებლობა დადგება. სოფრომაძის ინფორმაციითვე, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურეობის კუთხით ცვლილებები განხორციელდება და  სახელმწიფომ მობილური ბრიგადით შუახევში „ევექსის“ საავადმყოფო უკვე უზრუნველყო.

შეგახსენებთ, 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდა შუახევში „ევექსის“ კლინიკაში მივიდა,  თუმცა საავადმყოფოში ქირურგი არ იმყოფებოდა და მამაკაცი მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics