14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 11:49:15, 738 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესგაერთიანებები ბიზნესომბუდსმენის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურებიან

საქართველოში მოქმედმა ბიზნესგაერთიანებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელსაც ამ რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას, რითაც საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას მივიღებთ მთლიანად ბიზნეს გარემოზე და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბატონი გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.

ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში", -ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ - მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კაშირი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ემ ენ ჯორჯიას" მფლობელმა ვახტანგ გოძიაშვილმა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც კომპანიის საქმიანობაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. განცხადებაში მოხსენიებულნი არიან გიორგი გახარია  და ზვიად ჯანყარაშვილი. კომპანიის მფლობელი აღნიშნავს, რომ მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics