|
2015-05-04 17:54:14, 359 ნახვა
საზოგადოება
კახეთის მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე მოეწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ“ 2013 წლიდან მომსახურების ერთიან სტანდარტზე მუშაობა და დანერგვა დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი გულისხმობს ისეთ ორგანიზაციულ პროცესებს, როგორიც არის სისტემის რესტრუქტურიზაცია, ახალი სამუშაო პროცედურების დანერგვა და არსებულის ოპტიმიზაცია. ცვლილებები შეეხო მოქალაქეთა მომსახურების ნაწილსაც. 2013 წლიდან თბილისის იუსტიციის სახლში ამოქმედდა სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც საშუალოდ 3000 მოქალაქეს ემსახურება თვეში. სერვისულ ორგანიზაციად ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტოს“ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს და ითვალისწინებს სამუშაო პროცესის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას, როგორც მომსახურების სფეროში, ასევე სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში“ მომსახურების ერთიანი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კახეთის რეგიონული მომსახურების ცენტრში მოეწყო მოქალაქეთა მომსახურების სივრცე. მისი ინტერიერი სააგენტოს ბრენდირებული ინვენტარის და კორპორაციული სტილის გამოყენებით მოეწყო. მოქალაქეთა მომსახურების სივრცე 35 მ²-ს შეადგენს, სადაც განლაგებულია სამი სამუშაო მაგიდა. კვალიფიციური კონსულტანტები მოქალაქეებს ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სივრცეში ასევე მოწყობილია მოქალაქეების მოსაცდელი კუთხე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე საპრივატიზებო და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ობიექტების ფოტოკოლაჟისა და ვიდეორგოლების ნახვა. „განახლებული მოქალაქეთა მომსახურების სივრცე საკმაოდ მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის. განსაკუთრებულად მომწონს მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ვიდეო კოლაჟის ყურება. დარწმუნებული ვარ, კახეთის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის“, - აცხადებს კახეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეკა თოდაძე. კახეთის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის მოწყობის შემდეგ ერთიანი სტანდარტის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კორპორაციული სტილის გამოყენებით რუსთავის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის გახსნაც იგეგმება.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)