13:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 17:27:02, 329 ნახვა

საზოგადოება
ქედაში რეაბილიტირებულ შენობაში ბინას 12 ოჯახი მიიღებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, დღეს პირველი შეხვედრა გამართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 13 ეკომიგრანტი ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა განიხილეს, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში ცხოვრობენ. ხვალიდან კი სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. სამუშაო ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ჯელმძღვანელობს. ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“, ჯგუფი დაკომპლექტებულია 7 წევრით.

ქედის ყოფილი პოლიკლინიკის შენობის სრული რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, სამთავრობო კომისია შენობაში 12 ეკომიგრანტი ოჯახის შესახლების გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის მომზადების შემდეგ მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics