10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 15:24:55, 569 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და შსს-ს სიპების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ოთხდღიანი ტრენინგი გაიარეს.

უწყების ინფორმაციით, ტრენინგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი უძღვებოდნენ.

სწავლების მიზანი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული კომუნიკაციის წესებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ტრენინგზე განიხილეს: საზოგადოებისთვის შესაბამისი გზავნილების მიწოდების მიზნით სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების საკითხები; უპირატესობები, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებას გააჩნია და შედეგები, რომლებიც მედიასთან ურთიერთთანამშრომლობას მოაქვს. ტრენინგზე ისაუბრეს მედიასთან ურთიერთობაში აშშ-ს პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის გამოცდილების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ამ სფეროში განხორციელებული სამუშაოს შესახებ. სწავლების ფარგლებში მიმდინარეობდა მსოფლიოში მომხდარი გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა და სხვადასხვა სცენარის მიხედვით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა აშშ-ს პოლიციის წარმომადგენლებს იმ საინფორმაციო-სოციალური კამპანიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც სამინისტრომ ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით განახორციელა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, ამერიკელ ტრენერებთან ერთად, ჟესტების ენით წარმოადგინეს მთავარი გზავნილები, რომლებსაც „112“-ის ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის განკუთვნილი, ახლადდანერგილი, უფასო SMS და ვიდეოზარის სერვისი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

ტრენინგის დასასრულს, სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics