12:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 10:51:51, 1735 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: ჩვენი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი კარიერული განვითარება შეძლონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯლავას განცხადებით, მათი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი კარიერული განვითარება შეძლონ.

მისივე თქმით, უმაღლეს განათლებაში უწყების აქცენტი ცალსახად ინტერნაციონალიზაციაა-ანუ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა  უნდა მიიღონ საერთაშორისო დონის დიპლომი საქართველოში.

„სკოლამდელ განათლებაში ძირითადი აქცენტი არის რეგულირება, ანუ ფაქტობრივად, პედაგოგის სტატუსი უბრუნდება ასე ვთქვათ აღმზრდელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაპირებთ, სკოლაში უფრო საინტერესო გახდეს პროგრამა, უფრო მისადაგებული დღევანდელი ახალგაზრდების საჭიროებებზე. თავისუფალი გაკვეთილების ინიციატივა, ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლაში.  საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ შემდგომი კარიერული განვითარება უმაღლეს განათლებაში. ჩვენი აქცენტია ცალსახად ინტერნაციონალიზაცია, ანუ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის დიპლომი უნდა მიიღონ საქართველოში, მეტი უცხოელი სტუდენტი გვინდა ჩაერთოს საქართველოს განათლების უმაღლეს სისტემაში. 10-ჯერ მეტი პროფესიული სტუნდეტი გვჭირდება გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, მის პოპულარიზაციაზეც არის აქცენტი“,-განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, ამწუთებში ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს დიპლომატიური კორპუსისა დ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს.

პრეზენტაცია მოიცავს ზოგად განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს  განათლებასა და მეცნიერებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics