11:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 16:45:20, 2195 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირმა ნადირაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი  პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხს ეხმაურება.

 მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს.

„ბოლო 4 წლის მანძილზე არც ერთხელ ეს არ მომხდარა. პრეზიდენტი გამოდის ანგარიშით, ცხადია,  მის ამ განცხადებას უმრავლესობამ უნდა გაუწიოს ანგარიში იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს ანგარიშს  და ცხადია, თვითონ იცის ურჩევნია ეს გააკეთოს დებატების ფორმატში, თუ გააკეთოს მხოლოდ მოხსენება. მითუმეტეს,  დარწმუნებული ვარ, რომ  ევროპული საქართველოს მსგავსად, ყველა სხვა ოპოზიციური ფრაქციაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ანგარიშის ეს ფორმა  იქნება უფრო გამართლებული. მითუმეტეს იმ ფონზე,  როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ვითარება ეკონომიკის მიმართულებით, სამუშაო ადგილების მიმართულებით. ძალიან მძიმე დაძაბული ვითარებაა თვითონ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის და შეგახსენებთ პარლამენტის თავჯდომარის არაერთ არაადეკვატურ განცხადებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან  მიმართებაში  და სხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში და ამიტომ ვთვლით, რომ ეხლა ყველაზე გამართლებული იქნება სწორედ დებატების ფორმატში ამ ანგარიშის ჩატარება“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics