11:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 15:20:36, 1977 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენის „ცენტრ პოინტის“ საქმეზე: დაკავება და დაპატიმრება გამოსავალი არ არის

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის დაპატიმრება გამოსავალი არ არის. 

“დაკავება, დაპატიმრება არ არის გამოსავალი და ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის როცა გამოქვეყნდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ გავეცნობით იმ დეტალებს თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად ეს საკითხი არის პრობლემური და რა თქმა უნდა ის, რომ ფაქტიურად მთელი ოჯახი არის გარკვეულწილად პასუხისგებაში მიცემული, ეს რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ, ამით რა შეღავათი აქვთ დაზარალებულებს, არაფერი ფაქტიურად“, - განაცხადა ნანუაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics