|
2017-03-23 16:00:57, 1826 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: რომ დამკავშირებოდნენ, მაქსიმუმ 3 წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ: „როგორც იცით, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა ბრიფინგი და სამწუხაროდ, აბსოლუტურად უაპელაციო განცხადებები გააკეთა, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. სამწუხაროდ, ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეგვაჩვიეს უაპელაციოდ განცხადებების გაკეთება და რომლებიც, სამწუხაროდ, მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმდენად, რამდენადაც ძალიან კარგად გესმით, რომ ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი მეზობლებიც, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა ყველა იმ ადამიანმა, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ კარგად დაიმახსოვროს, რომ მეორედ თავი შეიკავონ ასეთი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებისგან. რამდენიმე წელია, წლებია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და ამიტომ, მე მათ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პირველ რიგში ამ ინფორმაციას გადაამოწმებდა. თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება რთული არ არის. მეც რომ დამკავშირებოდნენ, რა თქმა უნდა, უმარტივესად, მაქსიმუმ სამ წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის. ეს არის „გაზ 34 039“ ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება და არანაირად არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულებას. შესაბამისად, აღარ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს ნებართვას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვწუხვარ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, რითაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, რითაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არის მიმართული მთლიანად“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)