|
2017-03-20 15:40:57, 1920 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი „ოცნებას“: დადგა დრო, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მივცეთ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლოა დადგა ის დრო, რომ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მიეცეს. მარგველაშვილის განმარტებით, ის არაერთხელ მოუწოდებდა "ქართულ ოცნებას" კონსულტაციებში მონაწილეობისკენ, თუმცა მანვე დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლეოსბამ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღო. "მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებული არის მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისივე პოლიტიკურ პარტიებთან და ამ სფეროშ ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცეში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტქაციები. შესაბამისად, ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ვეტოს დაძლევა შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რათა უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. დრო დადგა ჩვენს შენიშვნებს ჩავუღრმავდეთ და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - მიმართა პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას". შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)