23:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:36:54, 2127 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სიიარტო: ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებას - მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის ექსკლუზიურად გამოყო.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ შეხვედრაზე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებაზე იმსჯელეს.

"დღეს ჩვენ შევთანხმდით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო ექსკლუზიურად უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის გამოყო.

ჩვენ ვთანამშრომლობთ აგროკულტურის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საგანმანათლებლო გრანტებით ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს, მათ შორის მოხარულები ვართ ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატებით. ჩვენ ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებასაც და ეს არაერთხელ აგვიღნიშნავს", - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

პიტერ სიიარტო საქართვლოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, , ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 13 ივნისს დაზარალებულ მოსახლეობას უნგრეთის მთავრობა 32 000 ევროს გამოუყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics