14:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 12:02:11, 2027 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვადის გახანგრძლივება მოხდეს, უკეთესი კანდიდატურის წარმოდგენაა

იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა.

აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა და არნიშნა, რომ  ვადის გახანგრძლივების ერთადერთი მიზეზი უკეთესი კანდიდატურის წარმოდგენაა:

„პოლიტიკური  შეთანხმება არაფერ შუაში არაა ამ საკითხთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვადის გახანგრძლივება მოხდეს ესაა, რომ  უკეთესი კანდიდატურა იყოს წარმოდგენილი და მთავრობას ჰქონდეს მეტი არჩევანი, რათა საუკეთესო კანდიდატები წარადგინოს ევროპის საბჭოს წინაშე. სხვა მიზეზი შეუძლებელია არსებობდეს“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics