19:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 12:26:46, 1979 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა

„არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მომთმენი,შეწყობილი  მოქმედებების შედეგადაც შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics