19:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:20:41, 1999 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჟვანია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე: მოვუწოდებ ყველას, გამოხატონ პროტესტი ასეთი არალეგიტიმური ქმედებების გამო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების თემას გამოეხმაურა და ცესკო-ს სახელით, აღნიშნული ფაქტი დაგმო:

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით ცალსახად ვგმობ ამ ფაქტს და მოვუწოდებ ყველას, რომ გამოხატონ პროტესტი ასეთი ტიპის არალეგიტიმური ქმედებების გამო“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად 35-დან 12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი უკვე აირჩიეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" დე ფაქტო ცესკო-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  22 ოლქში "არჩევნების" მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 1 ოლქში კი დაბალი აქტივობის გამო, განმეორებითი "არჩევნები"  2 თვის შემდეგ ჩატარდება.

ე.წ არჩევნებს მონიტორინგს  "საერთაშორისო დამკვირვებლები" უწევდნენ, რომლებიც ძირითადად, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე მთიანი ყარბაღიდან იყვნენ. მათი თქმით, პროცესზე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.

სააგენტოს ცნობით, იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების კანდიდატის გამოვლენა ვერ მოხერხდა, "არჩევნების" მეორე ტური 2 კვირაში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics