2015-01-13 12:26:20, 478 ნახვა
სამართალი
ოკუპირებულ აფხაზეთში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში სროლას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა ავრცელებს.
ლოლუას ინფორმაციით,გალის რაიონში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია ჩატარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
დე-ფაქტო მინისტრის თქმით, ოპერაციის შედეგად დაიღუპა რუსი მესაზღვრე და აფხაზი ჯარისკაცი,სამი ეჭვმიტანილი კი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან