14:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 16:51:25, 2207 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მენაბდე: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ ინიციატივას მიესალმება.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანიის წამოწყება პოზიტიურ შედეგებს გამოიწვევს.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოზიციები აკლია.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი ვართ. ეს არის კონსტიტუციის ცვლილების პროექტის მომზადება. ეს ყველაფერი მხოლოდ პოზიტიურ შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა მისაღებია. აგრეთვე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თქვენ იცით, რომ 3 წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არის საკონსტიტუციო კომისიის ნაწილი და ჩვენ კომისიის წევრები მოვისაკლისებთ მათ არ ყოფნას და ძალიან გამოგვადგებოდა მათი პოზიციები. პარლამენტმა შექმნა საკონსტიტუციო კომისია და ნებისმიერი ინსტიტუტის ჩართულობა არის მისასალმებელი", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით დღეს კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო. კამპანიის მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics