16:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 13:14:09, 2187 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის

„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.

„ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი, რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი და მიღებული, იქნება ძალიან გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics