07:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 10:21:48, 2132 ნახვა

კომენტარი
კურტ ვოკერი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში და მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 

ექსპერტის შეფასებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები არ გაიყიდება. 

“ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს.”





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics