04:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:31:08, 2180 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  2007 წელს  ტელეიმედის დარბევა გაიხსენა და მას ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელი ფაქტი უწოდა. 

აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილმა  ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან  თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„მინდა, ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ, სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა „იმედის“ დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი  ჩვენი დემოკრატიისათვის, ფაქტობრივად, იმწამსვე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას დღესაც მოვუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე,  მინდა, მოვუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი2“-ის თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics