04:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 15:42:59, 2267 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ვფიქრობ, სასამართლოც და პროკურატურაც საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებენ

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ თითქოს   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან პოლიტპატიმრები, რადგან მათი  ნაწილი გამართლდა.

მდინარაძის თქმით, დღეს საქართველოში საგამოძიებო უწყებები და სასამართლო ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია:

„ნაწილმა ამ სასამართლოში ჰპოვა სიმართლე და რადგან არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, ისინი გამართლდნენ. ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს თვისება? რატომ ხდება, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე მიდის პრეტენზიები, ტენდენციურობაზე და მსგავს სხვა საქმეებზე ასეთი პრეტენზიები არ არის 5 წლის განმავლობაში. ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს ერთ-ერთი თვისება? დასკვნას აკეთებს ბატონი კახიძე, რომ არანაირი მკვლელობა არ მზადდებოდა და პროკურორის გადადგომას და საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს. ხომ არ გავაკეთო ისე დღეიდან, რომ რომელი საქმეც არ მოგეწონებათ, ან მოგეწონებათ, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ ამ საქმეებზე. ან რომელ საქმეშიც თქვენთვის სასარგებლო, გარკვეული ნიუანსები არ აღმოჩნდება, დავადასტუროთ, რომ რადგან კახიძე იტყვის ასე, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ, რომლებიც სათქვენოდ გამოიძიებენ საქმეს. საქართველოში ჩემი აზრით, ასეთი აღარასდროს განმეორდება. ვფიქრობ, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და ინსტიტუტები თავის სათქმელს იტყვიან, ობიექტურობაში დაარწმუნებენ საზოგადოებას. ეს არის მათი პოზიტიური ვალდებულება. არ მინდა გამომივიდეს ცალმხრივად და ტენდენციურად. რა თქმა უნდა, იმ საქმეებზე, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამ ინსტიტუტების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ყველა კითხვას გასცენ პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics