12:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 10:38:39, 2001 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში პრინციპულობის პრობლემა გვაქვს

„ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში აშკარაა, რომ ჩვენ პრინციპულობის პრობლემა გვაქვს“, - ამის შესახებ  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე  პეტრე ცაავამ „იმედის დროს“ განუცხადა.

მეუფემ პრემიერ-მინისტრზე და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილს დეკანოზ  გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ, მე მას ვიცნობდი როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს ისე, არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად.  დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად, მართლებად და ფარისევლებად, მატყუარებად და მართლებად. ეს არის მგონი გამოსავალი.  ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული როგორც არაერთგზის, როგორც პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში  და რა თქმა უნდა ეს გარემოცვის ბრალია, მაშინ მან უნდა  უნდა გადადგას სასწრაფოდ ნაბიჯები, დაგვიმტკიცოს, რომ ის მართავს პროცესებს.  ან თუ მას აქვს სწორი  ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი  და ამას აკეთებს ეს უკვე დიდი დანაშაულია“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics