16:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 14:04:01, 1954 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მმართველი გუნდი „რუსთავი 2“-ის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტას აფასებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მას "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ თემებზე მეტად სამართლებრივი საკითხები აინტერესებს.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, აღნიშნულს მედიაში ნაკლები ყურადღება ექცევა.

"ხალვაშს დაუწვეს ქონება, გააქციეს გერმანიაში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. იქნებ მართალია ხალვაში? ან იქნებ ყარამანაშვილია მართალი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ამასთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეფასებით, ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია.

”მას ალბათ ეგონა, რომ ვინმე შეუვარდებოდა, დახურავდა, გათიშავდა. ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი”, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. 

რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics