16:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:08:29, 1828 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: ის პროფესიული გამოცდილება, რაც მანანა კობახიძეს ჰქონდა, ძალიან კარგია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნისას პოლიტიკური წარსული ნაკლი არ არის. 

ბესელიას თქმით, მთავარია, ამ პოლიტიკურ სივრცეში იურისტები და სხვა პროფესიის ადამიანები როგორ ოპერირებენ და როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ. 

"ამიტომ, ადამიანები სწორედ ამის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდა. ასევე, როგორ აღიქვამს საზოგადოება ამა თუ იმ პოლიტიკოსის საქმიანობას. ვფიქრობ, ის პროფესიული გამოცდილება, რაც მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებების, საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის, პროფესიული გამოცდილებით და სამართალწარმოების პროცესში ჩართვის კუთხით ჰქონდა, ძალიან კარგია", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics