13:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:32:39, 1622 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთი სარგებელია, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება.

 ციხელაშვილის თქმით, ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან, თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან, ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.

„უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე  კონკრეტული სარგებელი, რომლითაც შეძლებს   თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომ ისარგებლოს და ჩვენი ამოცანაა, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ  აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის,  არამედ ძალიან ბევრ სხვა თანმდევ სარგებელსაც და ვფიქრობ, აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ:

„უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის მქონე პირებისთვის.ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი , როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, თუმცა ამას  ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები,  გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის. ვაპირებთ კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი  გავხადოთ მათ შორის პროცედურული დეტალები და ეს მალე ხელმისაწვდომი გახდება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics