|
2017-01-30 13:27:21, 1651 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ სტრასბურგში მოსამართლე სათანადო პროცესის საფუძველზე აირჩიონ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს. ამიტომ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი თავისი ფუნქციების შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს, რათა სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე სათანადო პროცესის საფუძველზე აირჩიონ. „პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა შესაბამისი შედეგი დაიდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო. 24 იანვარს გამართულ კენჭისყრაზე კი სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)