02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 12:07:10, 1856 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხაადა, ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და საქართველომ შეთანხმებას  მიაღწია. რაც შეეხება ხელშეკრულების გასაჯაროვებას, კალაძის  თქმით, დეტალების გასაჯაროვება მხოლოდ ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის:

„ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმებით და მხოლოდ ქართული მხარის გადასწყვეტი არაა, თუ რა დეტალები უნდა გასაჯაროვდეს. როგორც გითხარით, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ზოგადად, შემოდის  სხვადასხვა წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად უნდა იყოს გასაჯაროვებული „სოკარის“ ხელშეკრულება, ასევე გასაჯაროვდეს შაჰდენიზის  ხელშეკრულება. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ჩვენს ქვეყანას,  ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ და განვითარებულ ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა,  ასეთი ტიპის ხელშეკრულების დეტალები არ გაასაჯაროვოს,  რადგან ისინი კომერციული საიდუმლოა“,-აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვზე- გეგმავს  თუ არა  პარლამენტში მისვლასა და საპარლამენტო უმცირეობასთან „გაზპრომის“ ხელშეკრულებასთნ დაკავშირებით დებატების გამართვას, კალაძემ განაცხადა, რომ  პოლიტიკურ სპეკულაციებში და შოუებში  მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics