|
2017-01-28 19:39:20, 1747 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობა ნარჩემაშვილი: ისეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც მის როლს არ დააკნინებს
„საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში ისეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც მის როლს და მნიშვნელობას ინსტიტუციურად არ დააკნინებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე არ უმსჯელიათ. მისივე განმარტებით, საუბარი ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე იყო, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს. „კონკრეტულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ იყო. საუბარი იყო ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე, როგორიც შესაძლებელია არსებობდეს საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი აღებული. როგორი რესპუბლიკაც გაგვაჩნია, ასეთ პირობებში რა ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა გვქონდეს საუბარი, რომ ისეთი იყოს, რომელიც სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთთანამშრომლობას ხელს შეუწყობს ხელს“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. „საუბარი არ შეეხებოდა კონკრეტულ უფლებამოსილებებს. საუბარი იყო ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე, როგორიც შესაძლებელია არსებობდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი აღებული. ეს უნდა იყოს ისეთი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)