|
2015-03-29 17:24:36, 324 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება. იტალიური მედიის ilgiornalediputignano.it ინფორმაციით, გოგონამ ოჯახში, სადაც ის მუშაობდა, საკუთრი საძინებელი ოთახი შეღება და მოიწამლა. როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები ამბობენ, გოგონას გარდაცვალების მიზეზი პირველადი დათვალიერებით საღებავი ნივთიერებით მოწამვლა გახდა. ოჯახის ცნობით, სადაც გოგონა მუშაობდა, მას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ღებინებები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)