2017-01-09 11:45:16, 1781 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: გიგი უგულავა შემრიგებელი არ არის, ბოკერიას გუნდის წევრია
„გიგი უგულავა შემრიგებელი არ არის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურანლისტებს განუცხადა.
მელიას თქმით, მას ფრაქციის სხდომის გადადების მიზეზებში ეჭვი ეპარება.
„ ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზეც ეს სხდომა გადაიდო. გიგი უგულავა შემრიგებელი ადამიანი არ არის. ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „ნაცინალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან