17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:38:09, 443 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლას ეწინააღმდეგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც ბავშვებს, რომლებსაც დეკემბრამდე 6 წელი უსრულდებათ, სკოლაში შესვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.

სანიკიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ინერგება სასკოლო მზაობის პროგრამები, რომელიც მინისტრის მტკიცებით, სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

"ამ თემას საჭირო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. სხვა შემთვევაში ასეთი ინიციატივა არ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. თუ შეკითხვა ისმევა იმის ირგვლივ, რა უნდა გავაკეთოთ ვისაც 5 წლის შვილი გვყავს, რომელსაც არ უწევს წელს სკოლაში მისვლა, ამის პასუხი არის მარტივი - როგორც იქნა საქართველოში ინერგება წინა სასკოლო მზაობის პროგრამები, რომელიც ამ  პრობლემის გადაჭრის გზაა.ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მიდგომა. ეს გახდება მომავალში აუცილებელი და ამისთვის ჩვენ სასკოლო მზაობის ხარისხს ნამდვილად ავწევთ. ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში ექნებათ უკეთესი შედეგები. ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ წინა სასკოლო მზაობა დაინერგოს, განხორციელდეს ნაწილობრივ ბაღების, ნაწილობრივ სკოლების ბაზებზე, ამიტომ ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ თუნდაც იმ ერთ კვირიანი, ორ თვიანი  თუ 3 თვიანი გამონაკლისების დაწესებაზე. გამონაკლისის დაწესება ზოგადად არ არის მიზანშეწონილი",- აღნიშნა სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics