16:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 15:59:41, 349 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში დებატების კლუბი შეიქმნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში დებატების კლუბი შეიქმნა.

სამთვიან პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ერთობლივად ახორციელებენ.

დებატების კლუბში გაწევრიანდნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების 14-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები.  20 მოსწავლე უფასოდ გაივლის სამთვიან კურსს.

კლუბის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების თუ საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა, ასევე, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა არასრულწლოვნებში სამოქალაქო, შემეცნებითი და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართვა აკადემიურ - პრაქტიკულ ღონისძიებებში,  დებატის კულტურის ჩამოყალიბება, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics